logo_geo
eng_logo
გიორგი იაკობაშვილი: რამე მოხდა და ვერ გავიგე, ახლა რამ აგჭრათ?
- +

12 მაისი. 2016. 16:51


„იმ ჩემი მეგობრების გამკვირვებია, მხოლოდ ეს ბოლო 6-7 თვეა რუსეთს რომ აგინებენ", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი წერს.

 

 

„პირველად იყო ტოტლებენი... მერე იყო 1801, 1812, 1834... 1921, 1924, 1937, 1956, 1989, 1992-93, 2008...

 

ყოველი წელი. ყოველი დღე, ყოველი წუთი...

 

„კიპიანი სიგრალ პო გავრილოვსკი!"

 

იმ ჩემი ფბ (და არა მხოლოდ ფბ) მეგობრების გამკვირვებია, მხოლოდ ეს ბოლო 6-7 თვეა რუსეთს რომ აგინებენ.

 

იქნებ ამ 6-7 თვეში მოხდა რამე, 1801-ის, 1921-ის და 1992-93 წლების ტოლფასი!

 

მოხდა და ვერ გავიგე?

 

ახლა რამ აგჭრათ? რავა, 6-7 თვის წინ და 6-7 წლის წინ არ გქონდათ „ფეისბუქი"?

 

12 თუ 13 წლის წინ „ახალ ვერსიაში" რუსეთს მივუძღვენი სვეტი „როცა აყვავდა ქინძი" და ბევრმა მისაყვედურა - არ არის საჭირო, მაინც ჩვენი მეზობელიაო.

 

იმ ბევრიდან ახლახან აჭრილებს ეძღვნებათ ეს სტატუსი", - წერს გიორგი იაკობაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner