logo_geo
eng_logo
ორი მცირეწლოვანი ბავშვის ცემისა და სხვაგვარი ძალადობისთვის ბრალდებულ ძიძას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

12 სექტემბერი. 2018. 20:08

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის  მტკიცებულებები და ორი მცირეწლოვანი ბავშვის ცემისა და ძალადობისთვის ბრალდებული ი.ტ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით.

 

„ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018  წლის 13 ივნისს, ქ. თბილისში, ძიძამ  სცემა მისთვის მოსავლელად მიბარებული  6 თვის  ბავშვები  და ასევე, მათ მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა.

 

სამართალდამცველებმა ი.ტ. 2018 წლის 26 ივნისს  თბილისში დააკავეს. მას  ბრალად ედება   სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ორი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ტ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner