„რაც უფრო მეტი პოლიტიკური მოთამაშე იქნება, მით უფრო მეტად იქნება კონკურენტული გარემო", - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება" კონკურენციის გარეშეა და სერიოზული უპირატესობა გააჩნია.
„ქართული ოცნება", ვფიქრობ, კონკურენციის გარეშეა და სერიოზული უპირატესობა გააჩნია, რაც ძალიან კარგად დადასტურდება არჩევნებზე", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.