ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ევროკავშირმა კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა. სანქციები ძალაში 2019 წლის 15 მარტამდე იქნება.
ე.წ. შავი სიის ფიგურანტი 155 ფიზიკური პირის და 44 ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ევროკავშირში ჩასვლის აკრძალვას და ფინანსური ანგარიშების დაყადაღებას ითვალისწინებს.
სანქციები ბრიუსელმა უკრაინის „ტერიტორიული მთლიანობის“ დარღვევის გამო დააწესა.