logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ამ ბრალდების ადრესატი „ქართული ოცნება“ ნამდვილად არ არის!
- +

12 მაისი. 2016. 17:07


პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებელ რეჟიმში იღებს.




აღნიშნული განცხადება მთავრობის მეთაურმა არაფორმალური მმართველობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.



 

არაფორმალურ მმართველობას რას ვეძახით, არ ვიცი. თუ ჩვენ ამას ვეძახით იმას, რომ ზოგიერთი პარტია სხვა ქვეყნებიდან იმართება საქართველოში, შეიძლება, დავეთანხმო. სხვა მხრივ, საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებელ რეჟიმში იღებს და ამ შეკითხვის და არც ამ ბრალდების ადრესატი ქართული ოცნება" ნამდვილად არ არის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ფარგლებს გარედან „ნაციონალური მოძრაობა" იმართება.



მე მგონია, რომ თქვენც კარგად ხვდებით. ნაციონალური მოძრაობა" ფაქტია, რომ იმართება საქართველოს ფარგლებს გარედან", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner