საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების" მომავალი გუნდის დაკომპლექტებაში ამ წუთამდე მონაწილეობა არ მიუღია.
„ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების" დამფუძნებელი. მე არასდროს დამიმალავს, რომ მას გააჩნია ძალიან მაღალი ავტორიტეტი არა მხოლოდ პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნებაში", არამედ მთლიანად საქართველოში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მასთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე რომ არსებობდეს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, მაგრამ ისიც მინდა ვთქვა, რომ შემდგომი გუნდის დაკომპლექტებაში ამ წუთამდე მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ჩვენ ახალი სახეების წარმოდგენა, ალბათ, უახლოეს მომავალში გვექნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.