logo_geo
eng_logo
სუს-ის ინფორმაციით, ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს
- +

13 სექტემბერი. 2018. 15:28

 

 

ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლითაა დაწყებული.

 

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია სავარაუდოდ თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მისი facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა. ოპოზიცია ზუგდიდის მერს და ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner