ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლითაა დაწყებული.
ზუგდიდის მერი ლაშა გოგია სავარაუდოდ თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მისი facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა. ოპოზიცია ზუგდიდის მერს და ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.