logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ოფშორული ანგარიშები ხშირად გამოიყენება ნარკოტიკებით და იარაღით უკანონო ვაჭრობისთვის
- +

12 მაისი. 2016. 17:12


„ოფშორული ანგარიშები ხშირად გამოიყენება როგორც ნარკოტიკებით, ისე იარაღით უკანონო ვაჭრობისთვის და უკანონო გზებით მიღებული ფულის აკუმულაციისათვის, რაც შემდგომში გამოიყენება ტერორისტული აქტივობისათვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდ ბრიტანეთში განაცხადა, სადაც ანტიკორუფციულ სამიტზე დასასწრებად მსოფლიო ლიდერებთან ერთად იმყოფება.



მთავრობის მეთაურის თქმით, ანტიკორუფციული სამიტის ფარგლებში განიხილება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა, რათა მიღწეულ იქნას მსოფლიოში სამი ძირითადი პრინციპი, ესენია - გამჭვირვალობა, ანტიკორუფციული საერთაშორისო კანონმდებლობის აღსრულება, ახალი ინიციატივები ამ კუთხით და კულტურული ცვლილება იმ ქვეყნებში, სადაც კორუფციის საკმაოდ ძლიერი კულტურაა.



ჩვენ გვექნება საშუალება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას გავაცნოთ საქართველოს პრაქტიკა ამ მიმართულებით, ჩვენი მიღწევები, უკანასკნელი შეფასებები საქართველოს მიერ კორუფციის დაძლევის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო მასშტაბით ამ მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტების დამკვიდრების კუთხით საქართველო წარმოვაჩინოთ, როგორც რეგიონში მოწინავე ქვეყანა.

ეს სამიტი მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში მოვიზიდოთ მეტი ინვესტიციები, დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი განმტკიცდეს საერთაშორისო პლატფორმაზე. ეს მნიშვნელოვანია. ოფშორული ანგარიშები ხშირად გამოიყენება, როგორც ნარკოტიკები, ისე იარაღით უკანონო ვაჭრობის, უკანონო გზებით მიღებული ფულის აკუმულაციისათვის, რაც შემდგომში გამოიყენება ტერორისტული აქტივობისთვის. ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და საერთაშორისო თამეგობრობის ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნება ერთიანი სტანდარტის მიღწევა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.



მისივე თქმით, დევიდ ქემერონის ინიციატივა, რომ ჩაეტარებინა პირველი ასეთი სახის სამიტი, ძალიან მნიშვნელოვანია. კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ სამიტს კონკრეტული შედეგები ექნება.



საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ განცხადებაზე იმუშავა და სამიტზე იქნება წარდგენილი.



კარგი იქნება, თუ უფრო მაღალი სტანდარტები დამკვიდრდება მთლიანად საერთაშორისო მასშტაბით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner