logo_geo
eng_logo
გიგა ბუკია: უმცირესობა ცდილობს, პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურის მოსმენა არ გაიმართოს
- +

12 მაისი. 2016. 17:10



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე, სადაც „საკონსტიუტიციო სასამართლოს შესახებ" კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ, განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, პარლამენტში დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის მოსმენა არ გაიმართოს.



უმცირესობის მხრიდან დასმული კითხვებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ არ აქვთ სურვილი, დღეს შედგეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის მოსმენა.

ცნობილია, ბატონი ვახტანგ გომელაური მობრძანდა იმისთვის, რომ პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინოს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ხელოვნურად აჭიანურებენ დროს იმისათვის, რომ რეალურად არ აქვთ სურვილი მოსმენის", - განაცხადა გიგა ბუკიამ


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner