logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: საქართველომ წარადგინა მსხვილი პროექტები, რომლის მიზანსაც საქართველოს საზღვაო ჰაბად გადაქცევა წარმოადგენს
- +

13 სექტემბერი. 2018. 20:06

 

 

„ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საქართველოს მხარემ წარადგინა მსხვილი პროექტები, რომლის მიზანსაც საქართველოს საზღვაო ჰაბად გადაქცევა წარმოადგენს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს.

 

მისი თქმით, საქართველომ მიიღო ძალიან ფასეული წინადადებები მონაწილეებისგან, რომლებიც ეხებოდა როგორც ჩვენს პროექტებს, როგორიცაა ანაკლიისა ან ფოთის პორტების განვითარება, ასევე ახალ მიმართულებებს, როგორიცაა საპორტო სერვისებისა და ოპერაციების დიგიტალიზაცია, რომლებიც ემსახურება საზღვაო შესაძლებლობების გაუმჯობესებას

 

ბათუმში 12-14  სექტემბერს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2018) გაიმართა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პატრონაჟით ჩატარდა, მას ორგანიზება გაუწია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ. ბათუმის ფორუმში 53 სახელმწიფოს 400მ-დე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner