საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაცია, მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ვაშინგტონში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს ჯეიმს კომეის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მთავარმა პროკურორმა ჯეიმს კომეის მადლობა გადაუხადა ტრანსნაციონალურ და კიბერდანაშაულთან ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის და თანამშრომლობისთვის. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო დანაშაულთან ბრძოლის და პრევენციის საკითხებში ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობას, ხაზი გაესვა უწყებების თანამშრომლობის გაღრმავებას და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დაისახა.
მთავარი პროკურატურის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით 8 მაისს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ასევე სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებია დაგეგმილი.