logo_geo
eng_logo
თბილისში წინასწარი დაკავების ახალი იზოლატორი აშენდება
- +

14 სექტემბერი. 2018. 14:34

 

თბილისში წინასწარი დაკავების ახალი იზოლატორი აშენდება. როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი, დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა ავჭალაში მოხდება, რაზეც 4 მილიონზე მეტი დაიხარჯება.

 

მათივე ინფორმაციით, ავჭალის ქუჩაზე დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი დღეს გამოცხადდა. მშენებლობასთან დაკავშირებით ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული და სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 365 დღეა. სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 19 სექტემბერს დასრულდება.

 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 255 555 ლარია. ამასთან, შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 40 000 ლარია, ხოლო გარანტიის ოდენობა 42 556 ლარი. გარანტიის მოქმედების ვადა კი დაახლოებით 5 თვეა.

 

საგარანტიო ვადა შესრულებულ სამუშაოებზე და გამოყენებულ მასალებზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი, დანადგარებზე და აგრეგატებზე 2 წელი, ბეტონის კონსტრუქციებზე 25 წელი, ხოლო, სახურავის ვარგისიანობაზე 7 წელია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner