logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: თედ პოს განცხადება დიდი აღიარებაა იმ რეფორმების, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ
- +

12 მაისი. 2016. 18:04


„კონგრესმენ თედ პოს განცხადება დიდი აღიარებაა იმ რეფორმების, რომელსაც საქართველო ახორციელებს", - აღნიშნული განცხადება  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა რომან კაკულიამ გააკეთა.


მისი შეფასებით, ამერიკელი კონგრესმენის განმარტებით, საგარეო კურსთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის განცხადებებში განსხვავებაა არაა.

 

მისი განცხადება დიდი აღიარებაა იმ რეფორმების, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ის დადებითად აფასებს ქვეყნის საგარეო კურსის ორიენტაციას", - აცხადებს კაკულია.


რომან კაკულიას თქმით, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან მიმართებით, ნებისმიერი მხარდამჭერი განცხადება იმედისმომცემია.


NATO-სთან მიმართებით, ყველა მხარდამჭერი განცხადება, ცხადია, ჩვენ იმედს გვაძლევს იმისთვის, რომ ჩვენი გზა, ორიენტაცია და მიმართულება არის სწორი", - განაცხადა კაკულიამ საუბრისას.


ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელი თედ პო საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ აშშ-მ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს. მისივე თქმით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით ბევრი ნაბიჯი გადადგა წინ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner