logo_geo
eng_logo
პროკურატურა დღეს გავრცელებული ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერებით დაინტერესდება
- +

14 სექტემბერი. 2018. 16:27

 

პროკურატურა დღეს გავრცელებული ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის სავარაუდო საუბრის აუდიოჩანაწერებით დაინტერესდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურაში განუცხადეს.

 

„რაც შეეხება დღევანდელ ჩანაწერს, რა თქმა უნდა, გამოძიება ამ ჩანაწერით დაინტერესდება. რამდენიმე დღის წინ და დღეს გავრცელებული ჩანაწერები ერთიან კონტექსტში განიხილება. ამასთან, მედიასაშუალებებში უკვე გავრცელებული ჩანაწერები გამოთხოვილია ტელევიზიებიდან. რაც შეეხება გამოკითხვებზე დაბარებას, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი გამოკითხვაზე არიან გამოძახებული. ლევან ყიფიანი, რომელიც ამჟამად თბილისში არ იმყოფება, 17 სექტემბერს გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში, ხოლო ზაზა ოქუაშვილმა გამოთქვა მზად ყოფნა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, როგორც კი თბილისში დაბრუნდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

 

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ მედიაში რამდენიმე დღის წინ გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner