logo_geo
eng_logo
კულტურის მინისტრმა თეატრალური უნივერსიტეტის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
- +

12 მაისი. 2016. 18:10


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური რეაბილიტაცია გრძელდება.



6 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
შენობის სადემონტაჟო სამუშაოები რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, დასასრულს უახლოვდება და იწყება ინტერიერის მოპირკეთება.


თეატრალური უნივერსიტეტის რეაბილიტაციასთან ერთად, აქტიურ ფაზაშია შესული სამხატვრო აკადემიის შენობების რეაბილიტაციის პროცესიც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016-2017 წლის სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წელს დაიწყო მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების იმ შენობებში, სადაც რამდენიმე ათეული წელია ინფრასტრუქტურული პრობლემები არ იყო მოგვარებული. ამ ეტაპზე ხორციელდება 8 მასშტაბური პროექტი, დაგეგმილია 50-მდე შენობის რეაბილიტაცია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner