logo_geo
eng_logo
ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა
- +

15 სექტემბერი. 2018. 13:14

 

 

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. გოგიას ე.წ. მოდულის შენობაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.

 

როგორც ცნობილია, საქმე ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას, ზუგდიდის ყოფილ მერ ლაშა გოგიასა და ყოფილ ვიცე-მერ გია გულორდავას შორის შემდგარ სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ეხება. ბიზნესმენი გოგიას და გულორდავას ქრთამის აღებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზუგდიდში კონკრეტული ტერიტორიების სანაცვლოდ მან ყოფილ მერსა და ვიცე მერს ფული გადაუხადა.

 

გუშინ უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა უკვე ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner