„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სუს-ის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა. მისი თქმით, უწყებაში კვირკვიასთან ერთად გამოკითხვაზე იმყოფებიან, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია.
აღნიშნული პირების სუს-ში გამოკითხვაზე დაბარება მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს უკავშირდება.
„რუსთავი 2“-მა ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.