logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: კანაფის ექსპორტის საკითხის მიბმა ზნეობასთან და მორალთან უზნეობად მიმაჩნია
- +

15 სექტემბერი. 2018. 22:20

 

 

„კანაფის ექსპორტის საკითხის მიბმა მორალთან და ზნეობასთან უზნეობად მიმაჩნია“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„თქვენ თუ გადახედავთ ჩვენი ქვეყნის ბოლო ათწლეულებს, ზუსტად ზნეობრივი კრიზისისა და ამორალურობის მთავარი წყარო იყო სიღარიბე და გაუნათლებლობა, იქ დევს პრობლემა, აქ ამ საკითხის დაკავშირება ზნეობასთან არანაირად არ მიმაჩნია გამართლებულად. ზუსტად აქედან ამონაგები თანხა და არამარტო აქედან, ზუსტად ამდაგვარი ინოვაციური მიდგომებით გარღვეული ეკონომიკიდან და წინ წაწეული ეკონომიკიდან მიღებული ამონაგებით ჩვენ წამოვწევთ განათლებას და დავამარცხებთ სიღარიბეს, იმედია, საბოლოოდ. ზუსტად ეს იქნება ზნეობრივი და მორალური კრიზისიდან გამოსვლის საფუძველი. შესაბამისად, აქ იმაზე საუბარი, რომ ეს ან უზნეოა, ან სათაკილოა, მგონი აბსოლუტურად არაადეკვატურია.

 

მესმის ჩვენი საზოგადოების კონსერვატორული ნაწილის, რომელიც შეშფოთებულია და რომელიც წუხს, მესმის ეს და მგონია, მეტი ახსნაა საჭირო, როგორც ეკონომისტების, ასევე სამართალდამცველებისა და ჯანდაცვის წარმომადგენლების მხრიდან. მგონია, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს.

 

რაც შეეხება ლიბერალურ ფრთას, იქ საერთოდ არ მესმის მათი არგუმენტები, მგონი ასეთი თანმიმდევრულები არასდროს ყოფილან, როგორც ამ საკითხთან დაკავშირებით არიან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამის მიბმა მორალურ და ზნეობრივ საკითხებთან აბსოლუტურად არაადეკვატურია“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner