logo_geo
eng_logo
თამო ჩალაძე: პირველი ეტაპის თანხა შეგროვდა!
- +

12 მაისი. 2016. 20:11

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ევა ბარბაქაძის მდგომარეობა კლინიკიდან გამოწერიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ დამძიმდა. 
14 წლის გოგონას ძლიერი ტკივილები რამდენიმე დღის წინ დაეწყო.
გუშინ ევა ბარბაქაძე კვლავ იაშვილის კლინიკაში მოათავსეს, სადაც ტკივილები მორფით გაუყუჩეს. 
როგორც ექიმებმა განმარტეს, ორგანიზმმა არ მიიღო უცხო სხეული და ფეხიდან რკინები ამოუღეს.
თურქეთის კლინიკიდან მიღებულმა გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ევას ერთ ფეხზე თავიდან სჭირდება ოპერაცია.

თურქეთში გამგზავრებისა და ოპერაციისთვის სოლიდური თანხებია საჭირო, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე ტელეწამყვანს აღარ აქვს. 

ევას ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს შორენა ბეგაშვილის მეგობარი თამო ჩალაძე  აკეთებს:


გუშინ გაუკეთეს ყველაფერი იაშვილის კლინიკაში და ხვალ დილის 6 საათზე მიდიან თურქეთში სამკურნალოდ. მანქანები დავალომბარდეთ, პირველ ეტაპზე, გასამგზავრებელი თანხა ასე თუ ისე შეგროვდა და მერე ვნახოთ, რა იქნება. ამ დროისთვის ზუსტად არც ვიცით, რა ოდენობის თანხა არის საჭირო".

შეგახსენებთ: ევა ბარბაქაძის დასახმარებლად გაიხსნა საბანკო ანგარიში, სადაც მსურველებს ნებისმიერი თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.

ბანკი რესპუბლიკა: GE39BR0000010929691997
მიმღები პირი: შორენა ბეგაშვილი
 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner