logo_geo
eng_logo
„კანაფის დათესვა-მოყვანის ლიცენზიის პირობების დარღვევაზე გათვალისწინებული იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“
- +

15 სექტემბერი. 2018. 22:21

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა „იმედის“ ეთერში მარიხუანასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ რეგულირება აუცილებელია დღეს შექმნილი ქაოტური ვითარების შესაცვლელად.

 

„რაც შეეხება დათესვა-მოყვანას - ეს საკითხიც დაურეგულირებელი და ქაოტურია. ამ კანონპროექტით ჩვენ ვამბობთ, ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ გარკვეულ ადგილებში დათესვა/მოყვანა იქნება დასაშვები.  ეს იქნება მკაცრად კონტროლირებადი, ლიცენზირებადი საკითხი. ლიცენზირების პირობა იქნება საკმაოდ მკაცრი მოთხოვნა, რომელიც ლიცენზიის მიღების სურვილის მქონე იურიდიულმა პირმა აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს.  ლიცენზიის პირობების შესრულება, იმდენად მკაცრად იქნება გაკონტროლებული, რომ გამოყენებული იქნება არა მარტო მაღალი ფინანსური სანქციები პირობების დარღვევაზე, არამედ ცალკეულ საკითხებზე გათვალისწინებული იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner