საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, დაბა მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 4.7 მილიონი ლარია.
პროექტი ითვალისწინებს არსებული შენობის სრულ რეაბილიტაციას. ასევე, საზაფხულო ამფითეატრის და ღია ავტოსადგომის მოწყობას, შენობის ტერიტორიის კეთილმოწყობას და შემოღობვას.
პროექტის მიზანია, მესტიის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.