სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.