პარლამენტის სხდომაზე 5-წუთიანი, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. სხდომის წამყვანმა მანანა კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წარმომადგენელს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტის განხილვისას შეკითხვის დასმის უფლება იმ მოტივაციით არ მისცა, რომ კითხვები მეორდებოდა.
კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიკროფონი გამოურთო, რასაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრების პროტესტი მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მაგიდაზე ხელების ბრახუნი დაიწყეს.
„ვაცხადებ 5-წუთიან ტექნიკურ შესვენებას, შეგიძლიათ, ყველამ აბრახუნოთ ხელები და გამოუშვათ ენერგია - 5 წუთი ხელების ბრახუნისთვის", - მიმართა მანანა კობახიძემ უმცირესობის წევრებს.