რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა „ევრონიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO-ს არ მოსწონს, როდესაც მოსკოვი მსოფლიო დღის წესრიგში მონაწილეობს.
„მაშინ როდესაც მსოფლიო დღის წესრიგში რაღაც ხდება, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მაშინვე იბუტება და ამბობს: მორჩა, თქვენთან ურთიერთობას ვწყვეტთ, ურთიერთობას ვაჩერებთ. ასე იყო საქართველოში განვითარებული მოვლენების დროს. ახლაც, უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროსაც ასეა. ჩვენ ვამბობთ, კარგი, ეს თქვენი საქმეა, შეწყვიტეთ.
რუსეთს სურს აშშ-ისა და ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები. მოსკოვი მზადაა დასავლეთთან კავშირების გაუმჯობესებისთვის", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.