logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: უმცირესობის წევრებმა პროცედურული ომი გამოაცხადეს!
- +

12 მაისი. 2016. 21:05


ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით, „საპარლამენტო უმცირსობამ დღეს სხდომაზე პროცედურული ომი გამოაცხადა, რათა არ იყოს განხილული საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი და არც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მოუსმინონ".

 

„ყველანაირად შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხის განხილვა და შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენაც. არავინ მალავს, რომ პროცედურული ომი გამოაცხადეს პარლამენტში უმცირესობის წევრებმა, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი განხილული არ იყოს. სხდომაზე ისინი აბსოლუტურად დაუსაბუთებელ კითხვებს სვამენ. არავითარი ინტერესი მათ გომელაურის მოსმენის არც გააჩნიათ. ასე რომ, ინტრიგებში გამოცდილ ადამიანებთან ძალიან ძნელია კამათი", - განაცხადა  ვოლსკიმ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner