logo_geo
eng_logo
გიორგი თარგამაძე: მსგავსი არაფერი ხდება, არც პოლიტიკურ აქტიურობას ვგეგმავ!
- +

12 მაისი. 2016. 21:12


„ქრისტიან დემოკრატიული" პარტიის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე მოარულ ხმებს იმის შესახებ, რომ იგი პაატა ბურჭულაძესთან ერთად პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს, სოციალურ ქსელში ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:



„ბოლო დღეებში, ზოგიერთი ერთუჯრედიანი მთხზველისა და სააგენტოს საშუალებით ვრცელდებოდა „ინფორმაცია" ჩემი პოლიტიკაში დაბრუნებისა და ერთ-ერთი ახალშექმნილი მოძრაობის ლიდერობის შესახებ.

აღნიშნული დეზინფორმაციის შედეგად გამოწვეული ინტერესის საპასუხოდ ვაცხადებ, რომ მსგავსი არაფერი ხდება და არც პოლიტიკურ აქტიურობას ვგეგმავ...

 

ღმერთმა ყველას ხელი მოგიმართოთ კეთილი საქმის კეთებაში!"- წერს თარგამაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner