„ქრისტიან დემოკრატიული" პარტიის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე მოარულ ხმებს იმის შესახებ, რომ იგი პაატა ბურჭულაძესთან ერთად პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს, სოციალურ ქსელში ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო დღეებში, ზოგიერთი ერთუჯრედიანი მთხზველისა და სააგენტოს საშუალებით ვრცელდებოდა „ინფორმაცია" ჩემი პოლიტიკაში დაბრუნებისა და ერთ-ერთი ახალშექმნილი მოძრაობის ლიდერობის შესახებ.
აღნიშნული დეზინფორმაციის შედეგად გამოწვეული ინტერესის საპასუხოდ ვაცხადებ, რომ მსგავსი არაფერი ხდება და არც პოლიტიკურ აქტიურობას ვგეგმავ...
ღმერთმა ყველას ხელი მოგიმართოთ კეთილი საქმის კეთებაში!"- წერს თარგამაძე.