logo_geo
eng_logo
კობა დავითაშვილი ზურაბ ჯაფარიძეს: გჭირდება მკურნალობა და გიმკურნალებ!
- +

16 სექტემბერი. 2018. 22:41

 

მარიხუანაზე დისკუსიის დროს გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 

„გინდა ვიჭიდავოთ“, - მიმართა ზურაბ ჯაფარიძემ, რაც დავითაშვილმა უპასუხა:

 

„ბაზარი არ არის. ათასობით ადამიანს გამოვიყვან და ვნახოთ ვინ მოერევა“.

 

რაზეც ასეთი დისკუსია გაიმართა მათ შორის:

 

ზურაბ ჯაფარიძე: მაშინებ? ამ ქვეყანაში ვაპირებ ცხოვრებას.

 

კობა დავითაშვილი: მილიონობით ადამიანს გამოვიყვან. ვერ გაიტან შენსას.

 

ზურაბ ჯაფარიძე: ვნახოთ. გარანტიას გაძლევ მოგიგებ.

 

კობა დავითაშვილი: რუსთაველზე შევიკრიბებით და იქ გაგცემთ პასუხს.

 

ზურაბ ჯაფარიძე: სადაც გინდათ, თუ გინდა მთაწმინდა შეიკრიბეთ.

 

კობა დავითაშვილი: შენ არ ხარ ქართველი. შენ ხარ მანქურთი, მარიხუანას სისტემატური მომხმარებელი. შენ გჭირდება მკურნალობა და მე შენ გიმკურნალებ.

 

ზურაბ ჯაფარიძე: მეც და ჩემი შვილებიც ქართველები ვართ და ამ ქვეყანაში ვაპირებთ ცხოვრებას... მაგასაც ვნახავთ ვინ ვის უმკურნალებს.

 

რატომ ვერ მოიგებს კობა და რატომ მოვიგებ მე, მაგას ავხსნი. ადამიანები, რომლებიც მარიხუანას მოიხმარენ ასობით ათასი ადამიანია. ამ ადამიანებს კონკრეტული პრობლემები აქვს. სახელმწიფო სისტემა დასდევს. სიცოცხლე გაუმწარა წლების განმავლობაში და ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოტივაცია. ვიდრე ვინმეს ირაციონალური შიშები, რომ ვაიმე ერი გადაგვარდება და დაიღუპება, ეს არის ბოდვა. შანსი არაა, ვერ გამოიყვანს კობა 2 მილიონ ადამიანს.

 

კობა დავითაშვილი: გაიგეთ ხალხო ქუდზე კაცი გამოდით. მტერი მოგვდგომია კარს. ეს კაცი გვეუბნება, რომ შნო არ გვაქვსო. ზურა, შენ არ ხარ ქართველი, შენ ხარ საქართველოს სირცხვილი.

 

ზურაბ ჯაფარიძე: მე ვარ ქართველი და მოგიწევს შეგუება. ან მოგიწევს შეგუება, რომ შენ სვამ და მე ვეწევი, ან თუ არა და მე არსად წამსვლელი არ ვარ.

 

კობა დავითაშვილი: დათესე და რასაც გიზამ ვნახავთ.

 

ზურაბ ჯაფარიძე: დათესილი მაქვს რამდენიც გინდა.

 

კობა დავითაშვილი: ეს მთავრობა წარმავალია. მთავრობები იცვლებიან, საკოსნტიტუციო სასამართლოებიც წყვეტენ არსებობას.

 

ჩვენთვის მიუღებელია ყველა ნარკოტიკი. მარიხუანა მძიმე ნარკოტიკია და ის თვეობით რჩება სისხლში. მისი ერთი მოხმარებაც კი ხშირად იწვევს "ჩარჩენას" და ფსიქოზს. ტყუილია, რომ არავინ კვდება მარიხუანათი. ციხე არ უნდა იყოს, მაგრამ უნდა იყოს მაღალი ჯარიმა. ვინც დათანხმდება მკურნალობაზე, ჩვენ გავათავისუფლებთ ჯარიმიდან. ჩვენ ამ კანონპროექტს აუცილებლად გავიტანთ. თუ ჯაფარიძე არ იმკურნალებს, მოუწევს ჯარიმის გადახდა. ან სახლკარის გაყიდვა მოუწევს. სჯობს, გავყიდოთ მისი სახლ-კარი და სარეაბილიტაციო ცენტრი გავხსნათ, ვიდრე ბარიგას ჩააბაროს თავისი სახლ-კარი.

 

ზურაბ ჯაფარიძე: იოცნებე. თუ გინდა დავნაძლევდეთ და ინგამ ჩაჭრას, რომ შანსი არ გაქვს.

 

კობა დავითაშვილი: მე ნარკომანებს არ ვენიძლავები, სიტყვის ხალხი არ ხართ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner