logo_geo
eng_logo
არჩილ გეგეშიძე: აშშ- ში დიდ ინტერესს იჩენენ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ!
- +

12 მაისი. 2016. 21:41


აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩელ გეგეშიძემ კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარის, ტედ პოს განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ კონგრესმენი საქართველოს მხარდამჭერი პოზიციით გამოირჩევა.


მისი თქმით, ტედ პოს განცხადება რამდენიმე თვალსაზრისით გამოირჩეოდა, მათ შორის იმით, რომ საქართველო ბევრი ინდიკატორით ლიდერობს არამარტო რეგიონში, არამედ, მსოფლიოშიც.


ერჩი აცხადებს, რომ აშშ-ში დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ და კონგრესმენის განცხადება კვირიკაშვილის ვიზიტის ერთგვარი გამოძახილია.


ხაზს გავუსვამდი იმ დიდ ინტერესს, განსაკუთრებით, რომელსაც იჩენენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის მიმართ, რომელმაც გაახმოვანა თავისი ცნობილი 4-პუნქტიანი პროგრამა, ვაშინგტონში მოხდა მისი პრეზენტაცია, ასევე ქალაქ ჩიკაგოში, ბოსტონსა და ნიუორკში. ბატონი პო კარგად არის ინფორმირებული ამ გეგმების შესახებ და ვფიქრობ, რომ ეს განცხადება ამ ვიზიტის ერთგვარი გამოძახილი გახლავთ", - განაცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ.


შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 114-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს თაობაზე მხარდამჭერი განცხადებით სიტყვით წარსდგა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, კონგრესმენი ტედ პო.


სიტყვით გამოსვლისას კონგრესმენმა ხაზი გაუსვა მსოფლიოში საქართველოს ლიდერობას თავისუფლებისა და დემოკრატიის სფეროში. კონგრესმენის განცხადებით, ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველო ყველაზე უფრო თავისუფალი ქვეყანა გახდა რეგიონში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner