logo_geo
eng_logo
თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

17 სექტემბერი. 2018. 11:16

 

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  თანასოფლელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რ.ა. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს, გორის რაიონის სოფელ ატენში რ.ა.-ს კონფლიქტი მოუხდა თ.კ.-სთან. აღნიშნულით განაწყენებული რ.ა. იმავე დღეს მივიდა თ.კ.-ს დედასთან ე.კ.-სთან სახლში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მას ხის ნაჭერი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად  ე.კ. 2018 წლის 1 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა რ.ა. 2017 წლის 30 დეკემბერს გორის რაიონის სოფელ ატენში დააკავეს. გორის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა.

 

გორის რაიონულმა სასამართლომ რ.ა. დამნაშავედ  ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  9  წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner