შაბათს, 14 მაისს 16:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში ნანა მიქავას პირველი წიგნის, მძაფრ-სიუჟეტიანი რომანის - „სიყვარულის წვიმის" პრეზენტაცია გაიმართება.
„მეგობრებო, თუ გსურთ ცოტა ხნით მაინც გამოეთიშოთ ცხოვრებისეულ, ყოველდღიურ რუტინას და იმოგზაუროთ ჩემთან ერთად სიყვარულის სამყაროში, თუ დაგავიწყდათ და მოგენატრათ მძაფრი შეგრძნებები, გეპატიჟებით ჩემი პირველი მძაფრ-სიუჟეტიანი რომანის - „სიყვარულის წვიმის'' პრეზენტაციაზე.
არ გამოტოვოთ ეს სანახაობრივად და შინაარსობრივად ორიგინალური საღამო, სადაც ჩემთან ერთად საღამოს გაალამაზებენ პოპულარული მომღერლები და მსახიობები. აქვე ერთი პატარა ინტრიგა - ნანა მიქავას თქვენ სხვა ამპლუაშიც იხილავთ.
მაშ ასე, გელოდებით, 14 მაისს „სიყვარულის წვიმის'' პრეზენტაციაზე, თქვენ სასიამოვნოდ გაოცდებით. დასწრება თავისუფალია".- მიმართავს წიგნის ავტორი საზოგადოებას.