logo_geo
eng_logo
კიევის პატრიარქი: უკრაინის ეკლესია მსოფლიოში უდიდესი იქნება
- +

17 სექტემბერი. 2018. 15:00

 

 

კიევის პატრიარქი ფილარეტი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინის მათლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას მიიღებს, ის მსოფლიოში უდიდესი იქნება.

 

ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, უკრაინული ეკლესიის მრევლი და ტაძრები რუსული ეკლესიის შემადგენლობაში მყოფი ეკლესიების 60 პროცენტს წარმოადგენდა. ახლა, როდესაც შეიქმნება უკრაინული ავტოკეფალური ეკლესია, მის შემადგენლობაში გადავა მოსკოვის საპატრიარქოს მრევლისა და ტაძრების ნახევარზე მეტი. შესაბამისად, მოსკოვის საპატრიარქო მსოფლიოში უდიდესი აღარ იქნება, ანუ მას აღარ ექნება ის გავლენა, რომელიც დღეს აქვს. შედეგად, მსოფლიო მართლმადიდებელ სამყაროში მშვიდობა დაისადგურებს“, – აცხადებს ფილარეტი.

 

კიევის პატრიარქმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა სასულიერო პირი ახალ ავტოკეფალურ ეკლესიაში მიიღოს.

 

ჩვენი გათვლებით, ეპისკოპოსების ორი მესამედი მზადაა, ერთიან ეკლესიას შეუერთდეს. სტიმულს ის ფაქტი მისცემს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს მრევლი საკუთარი ნებით ივლის ახალ ეკლესიაში. ამიტომ, იძულებულები იქნებიან მისდიონ მრევლის მაგალითს“, – განაცხადა პატრიარქმა.

 

კიევის პატრიარქის თქმით, დარწმუნებულია, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიას 9-11 ოქტომბერ დაგეგმილ სინოდის სხდომაზე მიანიჭებს.

 

ფილარეტმა ასევე დადებითად შეაფასა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ნაბიჯები, რომელიც მან უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის გადადგა.

 

პოროშენკო უკრაინის ისტორიაში აუცილებლად დაიმკვიდრეს ადგილს, რადგან სწორედ მისი მმართველობის დროს მოახერხა უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალიის მიღება“, – განაცხადა ფილარეტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner