logo_geo
eng_logo
ყაჩაღობისა და ძარცვისთვის ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

17 სექტემბერი. 2018. 15:01

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და ძარცვაში ბრალდებული  ა.ო. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ და 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები.

 

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ო. ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში თავს დაესხა თანამშრომლებს და დანით დაშინებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მათ თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვა. კლინიკის თანამშრომლებმა ა.ო.-ს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ  ა.ო.  2017 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, ქალაქ თბილისში, სასურსათო მაღაზიაში,  მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ.კ-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს.

 

სამართალდამცველებმა ა.ო. 2017 წლის 11 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ (ძარცვა) და 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ო. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner