logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: დასახელდა იმ პირთა წრე, რომელთა ლიკვიდაციაც იგეგმება...
- +

24 თებერვალი. 2016. 11:15



„რამდენიმე დღის წინ მიუნხენიდან ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ნერვიული ჩართვის შემდეგ დასახელდა იმ პირთა წრე, ვისი ფიზიკური ლიკვიდაციაც იგეგმება", - ამ განცხადებას პიარტექნოლოგი,  ორგანიზაცია "ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" თავმჯდომარე ლალი მოროშკინა გაზეთ "ასავალ - დასავალთან" ინტერვიუში აკეთებს. როგორც მოროშკინა ამბობს, მიუნხენში, სააკაშვილის ჩართვის შემდეგ შეიკრიბა ნაციონალების პოლიტსაბჭო, სადაც ითქვა, რომ არის რამდენიმე ადამიანი, ვინც მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას ყოველთვის ხელს შეუშლის. მოროშკინა განმარტავს, რომ მათ დასახეს გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ამ პირთა ფიზიკური ლიკვიდაცია.


"ახლა იმის შესახებ თუ რატომ აღმოვჩნდი ამ სიაში, როგორც იცით ბოლო დღეებში სააკაშვილს სხვა პრობლემებთან ერთად უკრაინაში გაპრემიერების გეგმა საბოლოოდ ჩაეშალა და უკვე ღიად დაუპირისპირდა პოროშენკოს. ერთი სიტყვით უკრაინაში უმძიმეს სიტუაციაშია და ამაში დიდი წვლილი შეიტანა იმ სიუჟეტმაც რომელიც ახლახანს "ენტევეზე" გავიდა. ამ გადაცემაში მე მოვყევი 26 მაისზე, 7 ნოემბერზე, ციხის გენოციდზე, უკრაინის მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე მისმა დანაშაულებრივი მოღვაწეობის გაშუქებამ წყობიდან გამოიყვანა", - აცხადებს მოროშკინა.


მოროშკინა სიის წევრების დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს, რადგან მისი თქმით, ის პროკურატურაში დაიბარეს და აპირებს ყველაფერი იქ განაცხადოს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner