ჟურნალისტი გიორგი უძილაური სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებებს პასუხობს:
„დღეს დილით სპორტის მინისტრი იყო „საქმიან დილაში" მაესტროზე.
15 წუთი საუბრობდა თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ბიზნესის მხრიდან სპორტის მხარდაჭერას. რამდენიმე ბიზნესმენიც ახსენა სხვადასხვა აქციაში გვეხმარებიანო... მშვენიერია!.. და იქვე გამიჩნდა კითხვა, ნეტავ თუ იცის სპორტის მინისტრმა, ვინ ეხმარება რაგბის განვითარებას, ვინ ეხმარება კრივის, ხელბურთის, წყალბურთის, ჭადრაკის, მშვილდოსნობის, ჩოგბურთის, ძიუდოს და სხვა ფედერაციებს?
თუ მისი დახმარება დახმარებად არ ითვლება?.."- წერს უძილაური.