logo_geo
eng_logo
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
- +

17 სექტემბერი. 2018. 21:21

 

 

„დღეს, დაახლოებით, 16 საათიდან ამ დრომდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „გეზი თბილისი“  შეწყვეტილია სამუშაო პროცესი“,- ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

 

 

„გეზის ტერიტორიაზე, აქციის მონაწილე ხორბლის იმპორტიორებს ამ დრომდე კვლავ ხელოვნურად, ავტომანქანებით აქვთ ჩახერგილი როგორც გეზის მიმდებარე ტერიტორია, ასევე, უშუალოდ გეზ-ის ტერიტორიიდან გამოსასვლელი ნაწილი. ცოტა ხნის წინ, მათ მხოლოდ საავტომობილო გზა გახსნეს. ადგილზე ამ დროისთვისაც იმყოფებიან შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ცდილობენ მოლაპარაკებას აქციის მონაწილეებთან, რათა გაფორმების ეკონომიკურმა ზონამ განაგრძოს მუშაობა. 

 

აღსანიშნავია, რომ საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრას ფინანსთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს სთავაზობდა ფინანსთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზეც, თუმცა მოლაპარაკების ასეთ ფორმატზე აქციის მონაწილეებმა  სამწუხაროდ, უარი განაცხადეს.

 

ამ დროისთვის, გეზ-ში შეწყვეტილია გაფორმების პროცედურების წარმოება სრულად, მათ შორის, იმ იმპორტირებისთვისაც, ვისაც მალფუჭადი პროდუქტი (კვების პროდუქტი, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საქონელი) შემოაქვს ქვეყანაში და საჭიროებს პროცედურების დადგენილ ვადებში გავლას. აქვე გაცნობებთ, რომ გეზი საქმიანობას 24/7 რეჟიმით ახორციელებს.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქციის მონაწილეებს მოუწოდებს აღარ შეაფერხონ გაფორმების ეკონომიკური ზონის საქმიანობა და მოლაპარაკებები გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში“ , - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner