logo_geo
eng_logo
„ზურას ამ ამბავს არ ვეუბნებოდით...“ - ყიფშიძეების ოჯახი თაღლითობის მსხვერპლი გახდა!
- +

17 სექტემბერი. 2018. 21:50

 

 

ვერ ვი­ტან სა­ჯა­როდ რა­ღა­ცე­­ბის გან­ხილ­ვას... პირ­ველ რიგ­ში მინ­და, ეს ადა­მი­­ნი ყვე­ლა­ზე კარ­გად და ჯან­მრთე­ლად მყავ­დეს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ებს ძა­ლი­ან შე­­შა­ლათ ზუ­რას­თან და ჩვენს ოჯახ­თან. არ იმ­სა­ხუ­რებს არა­ნა­­რად.

 

არა უშავს, ყვე­ლა აგებს პა­სუხს. ღმერ­თი ხე­დავს ვინ ვინ არის და მი­­ღებს ყვე­ლა ამის გამო - ეს პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მსა­ხი­ობ ზურა ყიფ­ში­ძის ქა­ლიშ­ვილ­მა ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძემ გამო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც გა­ირ­კვა, მსა­ხი­ო­ბის ოჯახ­მა ბინა და­კარ­გა.

 

Ambebi.ge დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სარ­კვე­ვად ლე­ნუ­კას და­უ­კავ­შირ­და.

 

- გუ­დი­აშ­ვილ­ზე გვქონ­და სახ­ლი, რო­მე­ლიც დე­და­ჩე­მის და დე­ი­და­ჩე­მის სა­კუთ­რე­ბაა. სამი წლის წინ, ეს სახ­ლი ქი­რით გა­და­ვე­ცით ჩვენს მე­გო­ბარს კომ­პა­ნი­ის­თვის, ყო­ველ­თვი­უ­რად უნდა გა­და­ე­ხა­დათ თან­ხა, სა­ბუ­თე­ბი გა­ვა­ფორ­მეთ, მაგ­რამ სიჩ­ქა­რე­ში მოგ­ვა­ტყუ­ეს და თურმე კი არ გა­ვა­ქი­რა­ვეთ, ეს სახ­ლი ბან­კში ჩა­ვუ­დეთ ამ კომ­პა­ნი­ას.

 

 

- მო­­ლოდ­ნე­ლად გა­გი­ყი­დეს?

 

 

- ზუ­რას ამ ამ­ბავს არ ვე­უბ­ნე­ბო­დით, მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი ვცდი­ლობ­დით ად­ვო­კა­ტე­ბით და სხვა­დას­ხვა გზე­ბით სახ­ლი ისევ ჩვენ დაგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა. და­გეგ­მი­ლი გვქონ­და სას­ტუმ­როს გახ­სნა, ერ­თა­დერ­თი ქო­ნე­ბა ეს გაგ­ვაჩ­ნდა და ამა­ზე ვამ­ყა­რებ­დით იმე­დებს.

 

სა­ბო­ლო­ოდ სახ­ლი აუქ­ცი­ონ­ზე ისე გა­ყი­დეს, არც ვი­ცო­დით, ბანკსაც ვთხო­ვეთ გაეთვალისწი­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­ერ­თოდ და­კარ­გვას ვარ­ჩი­ეთ გაგ­ვე­ყი­და, კლიენ­ტიც გვყავ­და და მი­ზე­რუ­ლი თან­ხა მა­ინც დაგ­ვრჩე­ბო­და, მაგ­რამ 6 სექ­ტემ­ბერს დაგვირე­კა ვი­ღაც გო­გომ და გვი­თხრა, სახ­ლი და­ცა­ლე­თო.

 

ბან­კში 120 000 დო­ლა­რად იყო ჩა­დე­ბუ­ლი, 115 ათა­სად გა­ი­ყი­და და აქეთ გვე­უბ­ნე­ბი­ან 5000 მო­ი­ტა­ნეთ, თო­რემ რაც გაქვთ იმა­საც და­გი­ყა­და­ღებ­თო. რა უნდა ვთქვა არ ვიცი, ფული თუ არ გაქვს, არა­ვინ არ ხარ ამ ქვე­ყა­ნა­ში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner