logo_geo
eng_logo
აუდიტის სამსახური: ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებზე 2017 წელს 3,926,265 ლარის დანამატი გაიცა
- +

17 სექტემბერი. 2018. 22:21

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სამინისტროს სისტემაში თანამშრომლებზე 2017 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულია სულ 26,365,952 ლარის ხარჯი, მათ შორის, დანამატი 3,926,265 ლარი.

 

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში სახელფასო დანამატები გაიცემოდა სხვადასხვა საფუძვლით, თუმცა დანამატის გაცემის შემთხვევაში, ზეგანაკვეთური მუშაობის ან განსაკუთრებული სამუშაოს შესრულების სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტების შედგენა ორგანიზაციაში არ ხდებოდა.

 

„საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული“, – წერია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

 

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში 20 სააგენტო და სამსახურია, საშტატო რიცხოვნობა კი 1908 პირს შეადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner