logo_geo
eng_logo
ჟერარ დეპარდიეს თურქეთის მოქალაქეობა სურს
- +

17 სექტემბერი. 2018. 22:39

 

 

მსახიობ ჟერარ დეპარდიეს რუსეთის შემდეგ თურქეთის მოქალაქეობის მიღება სურს.

 

თურქული მედიის ინფორმაციით, ის მოქალაქეობის მიღებას აუცილებელი პროცედურების გავლის გარეშე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თანხმობით მოახერხებს.

 

თურქული გამოცემა Aydinlik-ის ცნობით, თურქეთის მოქალაქეობის მიღების სურვილის შესახებ მსახიობმა განცხადება ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში, ფხენიანში ვიზიტის დროს გააკეთა.

 

დეპარდიეს თქმით, ამ საკითხის განხილვას თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გეგმავს, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს.

 

შეგახსენებთ, ჟერარ დეპარდიემ 2013 წლის პირველ იანვარს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner