2018 წლის ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა „მანგკუტმა“ სამხრეთ ჩინეთში, - მაკაოში, გუანდუნის პროვინციასა და ჰონგ კონგში უკვე 4 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ Aljazeera წერს.
ადგილობრივი დროით 17:00 საათზე გუანდუნის პროვინციაში ტაიფუნმა მეწყერიც გამოიწვია, ქარის სიჩქარე 162 კმ/სთ-ს აღწევს, სანაპიროზე ტალღების სიმაღლე კი 10 მეტრამდეა.
ძლიერმა ქარმა ცათამბრჯენებისრყევაც კი გამოიწვია. ჩაიმსხვრა შენობების ფანჯრები და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. ჰონგ კონგის მოსახლეობა ხელისუფლებამ გააფრთხილა, დარჩნენ სახლებში, რათა ნამსხვრევებმა არ დააზიანოთ.
რეგიონიდან 2.4 მილიონზე მეტია ევაკუირებული.
სუპერტაიფუნმა სამხრეთ ჩინეთში ფილიპინებიდან გადაინაცვლა. ფილიპინებზე ტაიფუნს ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა. შედეგად 8 პროვინცია დაზარალდა, სადაც დაახლოებით 60 000 ადამიანი ცხოვრობს. სუპერტაიფუნი „მანგკუტი“ კუნძულოვან სახელმწიფოს 12 სექტემბერს მიუახლოვდა და 60-მდე ადამიანი იმსხვერპლა.