სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ფარული კადრების საქმის გამოძიებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეს პროკურატურა იძიებს, თუმცა უსაფრთხოების სამსახური მას ტექნიკურად ეხმარება. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც პარლამენტში მისი ანგარიშის მოსმენა გადაიდო.
„ამ საქმეს პროკურატურა იძიებს, როგორც მოგეხსენებათ, გამოძიებიდან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა ჩართულები ვართ, ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტროც ამ მიმართულებით, კადრების გავრცელების საქმეზე, თუმცა მე თავს შევიკავებ კომენტარის გაკეთებისგან გამოძიებიდან გამომდინარე. ალბათ თუ იქნება საჭირო, პროკურატურა გააკეთებს ამაზე განცხადებას. პროკურატურა იძიებს, ჩვენ ტექნიკურად ვეხმარებით, ოპერატიულ გადაფარვას ვაკეთებთ", - განაცხადა ვახტანგ გომალაურმა.