logo_geo
eng_logo
ბასილაშვილმა მეცში ცონგა დაამარცხა
- +

18 სექტემბერი. 2018. 00:32

 

 

საფრანგეთის ქალაქ მეცის ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. წყვილთა თანრიგში მისი და მოლდოველი რადუ ალბოტის დუეტმა დაამარცხა ფრანგული დუეტი ჟო-ვილფრიდ ცონგასა და უგო უმბერის შემადგენლობით. მატჩი სამი სეტი გაგრძელდა – 5:7, 6:4, 10:8.

 

ფრანგული დუეტი ბრეიკ-პოინტების დაბალმა რეალიზაციამ დააღალატა – 16-დან 2. ბასილაშვილისა და ალბოტის წყვილმა ექვსი ცდიდან ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

აღსანიშნავია, რომ ცონგამ რვათვიანი პაუზის შემდეგ, რაც ტრავმით იყო გამოწვეული, პირველად ითამაშა.

 

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი მეცის ტურნირის ერთეულებში გამოსვლას სამშაბათს დაიწყებს – მისი მეტოქე ფრანგი კენი დე შეპერი იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner