„უნივერსიტეტებში არანაირი ოდეერები არ არსებობს!" - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მას შემდეგ, რაც პარლამენტში მისი გამოსვლა გადაიდო. როგორ გომელაურმა განმარტა, დღეს მას პარლამენტში აღნიშნულ საკითხზეც სურდა საუბარი.
„ოდეერები იყვნენ სანამ გამოიყოფოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ოფიციალურად რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში. თუმცა, ამ კანონის მიღებიდან ოდეერების სამსახური გაუქმდა ავტომატურად. მოხდა 25 სუბიექტის შერჩევა, ჩვენი რეკომენდაციით, ეს პარლამენტმა დაამტკიცა. ამ თემაზეც მინდოდა საუბარი პარლამენტის ტრიბუნიდან, 25 სუბიექტიდან ჯერ 13 სუბიექტშია არის დანიშნული ჩვენი ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცერი,12-ში ჯერ კიდევ არა. ამიტომ ეს არ წყდება ერთპიროვნულად, ადრე წყდებოდა მინისტრის ბრძანებით, ახლა ჩემი ბრძანებით არ წყდება. თუ ორმხრივი მოლაპარაკება არ არის და ორმხრივი თანხმობა არ იქნება ჩვენი სამსახურის და იმ სუბიექტის - ეს იქნება სამინისტრო ან რომელიმე სტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ჯერ ასეა, 25 სუბიექტზეა პარლამენტისგან დამტკიცებული. არის ბევრი საუბარი, მინდა აღვნიშნო, თუ პარლამეტნი მიიღებს კანონს და გააუქმებს ამ თემას, კანონს რასაც მიიღებს პარლამენტი, ჩვენ შევასრულებთ. ცუდი იქნება თუ კარგი იქნება, შეიძლება ყველაფერი არ მოგვწონდეს ჩვენ, თუმცა კანონი კანონია, საკანონმდებლო ორგანო რასაც მიიღებს ჩვენ მზად ვართ ის შევასრულოთ", - განაცხადა გომელაურმა.