logo_geo
eng_logo
ნიგერიაში წყალდიდობას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

18 სექტემბერი. 2018. 01:53

 

 

ნიგერიის 10 შტატში წყალდიდობას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნიგერიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო ათასობით ადამიანს საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია.

 

წვიმის გამო ადიდდა მდინარეები ნიგერი და ბენუე, რის გამოც დაიტბორა ქალაქები და სოფლები.

ნიგერიაში წვიმის სეზონი მაისიდან სექტემბრამდე გრძელდება.

 

ბოლო პერიოდში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა ქვეყანაში 2012 წელს დაფიქსირდა, როდესაც სტიქიას 363 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner