logo_geo
eng_logo
მექსიკაში სატვირთო მანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც 157 ადამიანის ცხედარი იყო
- +

18 სექტემბერი. 2018. 01:54

 

 

მექსიკის ქალაქ ტლახომუნკოს მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს სატვირთო მანქანა, რომელშიც 157 ადამიანის ცხედარი იყო.

 

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, სატვირთო მაცივარი მანქანა მექსიკის ხალისკოს შტატის ქალაქ ტლახომულკოსთან, მინდორში დატოვეს ადგილობრივი მორგის გადატვირთულობის გამო.

 

სატვირთო მანქანამ ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც ისინი უსიამოვნო სუნმა შეაწუხა.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები კრიმინალური დაჯგუფებების მსხვერპლნი არიან, რომელთა ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის.

 

მექსიკაში გასულ წელს 300 000 ადამიანი მოკლეს, რაც 1997 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner