logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: შსს-ში როგორც სტრუქტურული, ასევე შინაარსობრივი რეფორმები ხორციელდება
- +

18 სექტემბერი. 2018. 11:09

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში კრიმინალურ პოლიციაში რეფორმების მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც სერიოზულ ზეგავლენას ახდენდა საპოლიციო საქმიანობის ხარისხზე.

 

გახარიას თქმით, შსს-ში ხორციელდება რეფორმები, როგორც სტრუქტურული, ასევე შინაარსობრივი.

 

ამ რეფორმების ერთ-ერთი მიზეზი და მიზანი გახლავთ შსს-ში საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება. ძირითადი მიმართულება რეფორმების კრიმინალურ პოლიციაში ისახავდა მიზნად სპეციალიზაციის გაჩენას და კონკრეტულ დაყოფას, როგორც პასუხისმგებლობის, ასევე მიმართულებების - საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიულ სამუშაოებად. ამ მიმართულებით ჩვენ გარკვეული კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. უკვე გვაქვს პირველი შედეგებიც, თუმცა დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანი გახლავთ, ვისაუბროთ საგამოძიებო კომპონენტში მიმდინარე რეფორმების ხასიათზე და ხარისხზე. ჩვენ გვინდა ეს განხილვა დავიწყოთ იმით, რომ შევაფასოთ ის სტატუსი, ის წერტილი, საიდანაც ამ რეფორმებს ვიწყებთ. ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საგამოძიებო კომპონენტი და საერთოდ კრიმინალურ პოლიციაში რეფორმების მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც რა თქმა უნდა, სერიოზულ ზეგავლენას ახდენდა საპოლიციო საქმიანობის ხარისხზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

რეფორმის ძირითად მიმართულებებს შს მინისტრი და მთავარი პროკურორი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner