logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს
- +

18 სექტემბერი. 2018. 11:26

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე  სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ერთ შემთხვევაში ქალაქ თბილისში,   10 ერთეული ყალბი  100-დოლარიანი კუპიურა, ხოლო ორ შემთხვევაში, ქალაქებში ქუთაისსა და ზესტაფონში მდებარე აგრარულ ბაზრობებზე და სავაჭრო ობიექტებში 7 ერთეული ყალბი 50-ლარიანი  და 3 ერთეული 100-ლარიანი კუპიურები გაასაღეს. 

 

საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner