საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური „ქართულ ოცნებას" ტოვებს.
როგორც უმრავლესობის წევრმა „მარშალპრესთან" საუბარში განაცხადა, იგი აპირებს პრემიერთან და ყოფილ პრემიერთან ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების გავლას.
„ყველაფრი უდნა მოხდეს ცივილიზებული გზით.
მიმაჩნია, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არასწორია. NATOში გაწევრიანება არარეალურია. ერთის მხრივ, უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ სვლა, მივიღოთ ვიზალიბერალიაზცია, პარალელურად
კი, დავალგოთ ურთიერთობები რუსეთთან მოლაპარაკებების გზით, ვეცადოთ მივაღწიოთ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებას."- აცხადებს მეჭიაური და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს NATO ში გაწევრიანების არანაირი შანსი არ გააჩნია.
კითხვაზე, თუ სად გეგმავს მეჭიაური გადასვლას, „ქართული ოცნების" წევრი პასუხობს:
„არსად გადავდივარ, არ შეიძლება ჩემთვის ვიყო? შევხედავ სიტუაციას. ჩემი ჭკუის ხალხთან გადავალ."