logo_geo
eng_logo
„ჩემი ჭკუის ხალხს ვნახავ“ - თამაზ მეჭიაური „ქართულ ოცნებას“ ტოვებს
- +

12 მაისი. 2016. 22:44


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური  „ქართულ ოცნებას" ტოვებს.

როგორც უმრავლესობის წევრმა „მარშალპრესთან" საუბარში განაცხადა, იგი აპირებს პრემიერთან და ყოფილ პრემიერთან­ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების გავლას.


„ყველაფრი უდნა მოხდეს ცივილიზებული გზით.

მიმაჩნია, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არასწორია. NATO­ში გაწევრიანება არარეალურია. ერთის მხრივ, უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ სვლა, მივიღოთ ვიზალიბერალიაზცია, პარალელურად

კი, დავალგოთ ურთიერთობები რუსეთთან მოლაპარაკებების გზით, ვეცადოთ მივაღწიოთ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებას."- აცხადებს მეჭიაური  და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს NATO­ ში გაწევრიანების არანაირი შანსი არ გააჩნია.


კითხვაზე, თუ სად გეგმავს მეჭიაური გადასვლას, „ქართული ოცნების" წევრი პასუხობს:

 

„არსად გადავდივარ, არ შეიძლება ჩემთვის ვიყო? შევხედავ სიტუაციას. ჩემი ჭკუის ხალხთან გადავალ."


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner